
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ტალერის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და მიღებულ ცოდნას ინტელექტუალურ კონკურსებში მონაწილეობით იღრმავებენ.
ახლახან ჩატარდა შემეცნებითი თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც მოსწავლეებისთვის საინტერესოდ წარიმართა და გამოვლინდნენ 1-ელ, მე-2, მე-3 ადგილებზე გასული გუნდებიც.
„კლიოელების" მიერ დაგეგმილი შემეცნებითი (ინტელექტუალური) თამაში „რა? სად? როდის?“ საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია, რომ კონკურსი იყო გამჭირვალე, სანდო და ობიექტური!“ - ასე აფასებენ ტალერის საჯარო სკოლაში შემეცნებით აქტივობას.
აღსანიშნავია, რომ 1-ელ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა სიგელი და წიგნები, ხოლო შემდეგ საპრიზო ადგილებზე გასულებს - სიგელები.
1-ელი ადგილი მოიპოვა გუნდმა Brai-მა, რომლის კაპიტანიც მარიამ ჯიჯელავა გახლავთ; მეორე ადგილზე გავიდა Flower, რომლის კაპიტანიც ნათია თოდუაა, ხოლო მე-3 საპრიზო ადგილი Intelectual-მა დაიმსახურა რეზი ქაჯაიას კაპიტნობით.
ტალერის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებით და როგორც ჩვენთან საუბრისას, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებენ.