
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლსა და დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ რუსთავის N9 საჯარო სკოლას შორის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. 23-ე სკოლის მე-7 კლასელებმა მე-9 სკოლის თანატოლებს უმასპინძლეს. ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
როგორც სკოლების წარმომადგებლებმა განაცხადეს, მეგობრობა უფრო გაღრმავდება და ერთად არაერთ საინტერესო ღონისძიებას გამართავენ.
რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობა კარგად ესმით, სწორედ ამას ემსახურება წარმატებით დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა.
იხილეთ ფოტოები: