„ვიზრუნოთ გარემოზე!“- საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბების წევრებმა აქცია გამართეს
02-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკო-kids“-ისა (ხელმძღვანელი ბელა ქვარცხავა) და სამოქალაქო (ხელმძღვანელი მაია შუშანია) კლუბების წევრებმა, ლიდერ მასწავლებელთან ერთად, 26 მარტს ჩაატარეს აქცია - „ვიზრუნოთ გარემოზე!“

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ როდესაც გარემოს დაცვაზე ვლაპარაკობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ატმოსფეროს, ტყის, მცენარეების, ცხოველების, წყლისა და ეკოსისტემის თითოეული ნაწილის დაცვას ვგულისხმობთ. ყველაფერი, დაწყებული მიწის სიღრმიდან ჰაერამდე - ამ სისტემის ნაწილია და მისი დაცვა ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში.

„გარემოს დაზიანების ბევრნაირი ფორმა არსებობს: ეს შეიძლება იყოს ჰაერის ან წყლის დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა, კლიმატის ცვლილება, რომელზეც ხელოვნურ აირებს შეუძლია ზემოქმედება და ბევრი სხვა საფრთხე შეიძლება, ჩვენს გარემოს შევუქმნათ ისე, რომ ზოგჯერ ამას ვერც ვიაზრებდეთ. მაგალითად, ჩვენს მიერ ქუჩაში დაგდებული ნაგავი, რა საფრთხის მომტანია? თითოეული რიგითი მოქალაქის როლი ძალზე მნიშვნელოვანია“, - დასძინეს მოსწავლეებმა და დასვეს კითხვა - რა შემიძლია გავაკეთო გარემოსთვის?

ამ მიზნით, ეკოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია, დაამზადეს პლაკატები, რომლებიც გამოაკრეს სკოლის დერეფანში. პლაკატები ხელმისაწვდომია სკოლის საზოგადოებისათვის.

აქვე აღნიშნეს, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში, ეს კი პირველ რიგში ცნობიერებით იწყება, შემდეგ კი გრძელდება ნარჩენების ხელახალი გამოყენება-გადამუშავებით, მრავალჯერადი ჩანთებისა და წყლის ბოთლების გამოყენებით, ენერგიის დაზოგვით, ასევე მნიშვნელოვანია შევამციროთ ქაღალდის გამოყენება, ვიაროთ ველოსიპედით და ა.შ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203