საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
01-04-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

ახლახან, სკოლის ეკოკლუბ „ეკო-kids-ის“ წევრებმა, ლიდერ მასწავლებელ ბელა ქვარცხავასთან ერთად, ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს უთხრა, რომ 1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ეს თარიღი მთელ მსოფლიოში აღინიშნება. პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ამ დღის მიზანი, ტყის მნიშვნელობის თაობაზე, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და გამეჩხერული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენაა.

ეკოკლუბმა, ლიდერ მასწავლებელთან ერთად, აქტივობა - ტყის დიორამის შექმნა დაგეგმა. მის მიმდინარეობაში ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო. თითოეულმა კლასმა, შემთხვევითობის პრინციპით, ერთი ბარათი აიღო, რომელზეც რომელიმე ტყის სახელი ეწერა (მაგალითად, ფართოფოთლოვანი ტყე, შერეული ტყე, წიწვოვანი ტყე). თითოეული კლასის მიზანი იყო იმ ტყის დიორამა  შეექმნათ, რომელიც მათ ჯგუფს შეხვდა.

მათ ერთი კვირა მიეცათ და 21 მარტს, საჯიჯაოს საჯარო სკოლაში ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. თითოეულმა კლასმა „თავისი ტყე“ წარადგინა, გარდა ამისა, მათ საინტერესოდ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203