თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავეს
01-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ კონკურსში ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის იყო ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, სადაც სკოლის გუნდმა - „ფაით ქლაბი“, რომელიც XI-XII კლასების მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული პირველი ადგილი დაიკავა.

ინტელექტუალური თამაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა.

გუნდის წევრები იყვნენ: საბა ფუტკარაძე (XI კლასი) და მეთორმეტეკლასელები: ნონა ბერიძე, გიგა ტეტემაძე, ზეინაბ აკვაზბა, ლუკა ფუტკარაძე  და საბა მიქელაძე.

სკოლა მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს აჭარის ჩემპიონატზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203