„შევიყვაროთ წიგნის კითხვა“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის მე-5 კლასში სადამრიგებლო საათი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მიეძღვნა
01-04-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ჩაუნერგონ წიგნის სიყვარული. ისინი ახორციელებენ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებში ავითარებს მრავალმხრივ უნარებს.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, დამრიგებელ მარეხი გიორგაძის ხელმძღვანელობით განხორციელებული აქტივობა - „შევიყვაროთ წიგნის კითხვა“. აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა წაკითხული მოთხრობის შესახებ კლასში, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. ბავშვებმა ასევე იმსჯელეს მათთვის საინტერესო ეპიზოდებსა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.

„წიგნიერება ის განძია, რომელიც აუცილებელია გაიზარდოს კონკურენტუნარიანი, განათლებული ახალგაზრდობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, დამრიგებელს საინტერესო აქტივობისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203