
ბათუმის N25 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
მათ შორის იყო მე-6 კლასელთა საინტერესო გაკვეთილი. მოსწავლეებმა გაკვეთილზე კომპლექსურ დავალებაზე - „ციფრული წიგნიერება“ იმუშავეს.
დავალების სამიზნე ცნება გახლდათ: „ინფორმაცია და ციფრული მოქალაქეობა“, „ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ და აღნიშნეს:
მათ ასევე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები და გააჟღერეს, რომ კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება.
„როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში, ფაილებში შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში“, - აღნიშნეს ბავშვებმა.
იხილეთ ფოტოები: