
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
მათემატიკა, რომ მეტად საინტერესო და თავშესაქცევია, მოწაფეებს პედაგოგებმა აჩვენეს, მოსწავლეებიც შემართებით ეუფლებიან ცოდნას.
ახლახან სკოლაში მათემატიკური დღესასწაული მოეწყო, ბავშვებმა π-ის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა მუდმივა π-ს შესახებ ისაუბრეს, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
ბავშვებმა საინტერესო კითხვებს უპასუხეს და სიგელებითაც დაჯილდოვდნენ!
იხილეთ ფოტოები: