გაიცანით წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა კონჯარია - ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ახალგაზრდა დელეგატი
01-04-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტებსა და აქტივობებში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა კონჯარია, რომელიც „აშშ-ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2024-ში“ მონაწილეობდა როგორც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის დელეგატი.

პროექტმა, როგორც აღნიშნავენ, გააერთიანა ახალგაზრდები, რომლებიც არაფორმალური განათლების მიღებით შეძლებენ საკუთარ ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებას, ცოდნის და კომპეტენციების გაუმჯობესებას.

„ამის დასტურია ლუკა კონჯარიას, უკვე როგორც სპიკერის მიწვევა, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი თემაზე : „დედამიწას ლაპარაკი რომ შეეძლოს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლის ლექციამ აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია, რადგან ეკოლოგიური პრობლემები არ არის ლოკალური ის მსოფლიო გამოწვევაა, ლუკამ პრობლემის გადაჭრის მისეული გზები, ხედვა გააცნო აუდიტორიას.

ლექციის ბოლოს საუბრები კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიას წარმოადგენდა როგორც მოსწავლეები ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 6 აპრილს ჩანიშნულია ტრენინგი თემაზე - „ვიტამინების მნიშვნელობა“.

სასკოლო საზოგადოება ლუკა კონჯარიას წარმატებას ულოცავს და უსურვებს მრავალ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას და მათ განხორციელებას, თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის საშუალებას.

სამიტი სახელმწიფოს მასშტაბით აერთიანებს გამორჩეულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს:

  • გაიღრმავონ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას;
  • გაეცნონ ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ, პრობლემატურ, გლობალურ საკითხებს;
  • შეისწავლონ და გაანალიზონ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სახელმწიფოს სექტორული საკითხები;
  • ისწავლონ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და შეფასება;
  • ასწავლის უფრო აქტიურად ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უკეთესობისკენ შეცვალოს ის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203