აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგრული ტრადიციული კერძების შესახებ კედლის გაზეთი შექმნეს
01-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „მეგრული სამზარეულო“ ჩატარდა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა მეგრული ტრადიციული კერძების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში მეხუთეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები კულტურული მრავალფეროვნებას ეცნობიან და ცოდნას იმაღლებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203