ფოკის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა აფრიკის კონტინენტის შესახებ ისაუბრეს და საინტერესო ფაქტები წარმოადგინეს
01-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კვალიფიციურ პედაგოგთა ორგანიზებითა და ინიციატივით კი ხშირად ეწყობა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მათ შორის ღონისძიებები ღია გაკვეთილები და ა.შ. 

ამჯერად ღია გაკვეთილი ჩაატარა გეოგრაფიის მასწავლებელმა, ქნარიკ ქოსიანმა მეშვიდე კლასში. 

ღია გაკვეთილის თემა იყო  „საინტერესო ფაქტები აფრიკის კონტინენტზე“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციების აფრიკის კონტინენტის შესახებ, გაეცნენ და ისაუბრეს აფრიკელი ერის კულტურაზე, მათ ადათებსა და ტრადიციებზე, ამასთან წარმოადგინეს თვალსაჩინოებები.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203