„მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“ - ივანდიდის საჯარო სკოლის თვითმმართველობა საინტერესო პროექტს ახორციელებს
02-04-2024
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევებზეა ორიენტირებული.

ამჟამად, თვითმმართველობა ახორციელებს პროექტს - „მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“.

თვითმმართველობა თანამშრომლობს სკოლაში არსებულ სასკოლო კლუბებთან. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს ეკოკლუბი, რომელიც ეკოკომიტეტის სახელით იბრძვის მწვანე დროშის მოსაპოვებლად.  

ეკოკლუბის დაწყებულ გარე საგანმანათლებლო და მწვანე სივრცეების მოწყობას შეუერთდა თვითმმართველობა და აგრძელებს სკოლის კეთილმოწყობაზე ზრუნვას.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლე.  აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203