„ჩვენ ვართ ტოლერანტები“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
01-04-2024
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილია, რომ სკოლებმა უნდა უზრუნველყონ და ჩამოაყალიბონ ტოლერანტი მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან სამართლიანები და ექნებათ მაღალი სამოქალაქო ცნობიერება. იმისთვის რომ კარგი მოქალაქე იყო, მნიშვნელოვანია, იყო ტოლერანტიც - ეს კარგად იციან ბათუმის N8 საჯარო სკოლაში და მაქსიმალურაც ცდილობენ პირნათლად შეასრულონ მოსწავლეთა წინაში აღებული პასუხისმგებლობა.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის ინიციატივით ტოლენატობის თემასთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.
მეგობარი სკოლის მოწვევა საინტერესო მოსწავლეებისთვის ორმაგად სასიამოვნო და საინტერესო იყო. პროექტი რომლის სახელწოდებაცაა „ჩვენ ტოლერანტები ვართ“ საინტერესო აქტივობების ფონზე მიმდინარეობდა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
ბათუმის N8 საჯარო სკოლა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის ფოთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღნიშნავენ, იმისთვის რომ პირნათლად შესრულდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და სკოლებმა მარტლაც შეძლონ ტოლერანტი მოქალაქეების ჩამოყალიბება ასეთი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს