შემეცნებითი აქტივობა და მხიარული ფლეშმობი - ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წყლის რესურსებთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
01-04-2024

გელა ჭედიას სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, მოსწავლეები მრავალმხრივ ვითარდებიან და გარემოზე ზრუნვასაც სწავლობენ.

აღნიშნულ საკითხს ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეძღვნება და ერთ-ერთი მათგანი პრეზენტაცია გახლდათ, რომელიც უფროსი კლასების წარმომადგენლებმა უმცროსკლასელებს გააცნეს.

პრეზენტაცია წყლის თვისებებსა და წყლის დაზოგვით ღონისძიებებს ეძღვნებოდა.

„მოსწავლეებმა დაამზადეს წყლის წრებრუნვის მოდელი, ჩაწერეს საინტერესო ვიდეო, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში ჭის წყლის გაწმენდა მინარევებისგან და შემდეგ, ვიდეორგოლი განათავსეს  სკოლის ფეისბუქგვერდზე.

ასევე მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი და ბოლოს, მხიარული ფლეშმობით დაასრულეს შემეცნებითი აქტივობა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203