
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, III-IV კლასების მოსწავლეებმა სკოლაში, ყვავილების დღესასწაული მოაწყვეს და ყველაზე ლამაზი სეზონის შემობრძანება იზეიმეს.
ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებს სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ულამაზესი ყვავილები მიართვეს, რამაც თითოეული მათგანი ძალიან გაახარა.
სკოლაში დადებითი ატმოსფერო სუფევდა, რამაც როგორც ბავშვებს, ასევე პედაგოგებსა და დირექციას განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან სახალისო იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: