საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასელებისთვის ინგლისურ ენაში ვიქტორინა გაიმართა
03-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, თამარ მეფის გიმნაზიის III კლასში (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) გაიმართა ვიქტორინა ინგლისურ ენაში (პედაგოგი მზიური კოჩალიძე).

მოსწავლეებმა დიდი ემოციებითა და აქტიურობით გამოიჩინეს თავი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯგუფის კაპიტნებმა ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, ასევე, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის დახმარებით ადვილად გაართვეს თავი ვიქტორინის დავალებებს. გაიმარჯვა მეგობრობამ.

ვიქტორინას ესწრებოდნენ ჟიურის წევრები, ინგლისური ენის პედაგოგები - ნათია პაპინაშვილი და ნათია მიქაძე.

შეჯიბრს ასევე ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203