ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებსა და მათი შესაძლებლობების წარმატებით წარმოჩენაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას მართავენ.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ მარეხი სუდაძის ხელმძღვანელობით, სიცილის დღე აღნიშნეს. პატარებს პედაგოგმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა, რასაც ყურადღებით უსმენდნენ.
შემდეგ კი, თემატური ნამუშევარი დაამზადეს. მათ დახატეს მზე, რომელიც იცინის. თითოეული მოსწავლე აქტივობაში მონდომებით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: