ლევან ბერიძის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის, ფურტიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს; მოსწავლეებიც საგაკვეთილო პროცესსა და ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ახლახან, სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც შუახევის მერია და შუახევის კულტურის ცენტრი იყვნენ.
მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ, შემოქმედებით ღონისძიებას შუახევის მერიის წარმომადგენლები, მერი - ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავჯდომარე - როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მიწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ღვაწლმოსილი ქალბატონები, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა უხუცესთა ანსამბლმა „ფესვებმა“ და ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნაიმ“ გაალამაზეს.
ფურტიოს საჯარო სკოლა შუახევის მერიასა და კულტურის ცენტრს, ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: