ვაჩიანის საჯარო სკოლის V კლასში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა 
02-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. იქ მნიშვნელოვან თარიღებს თემატური ღონისძიებები ეძღვნება. 

ამჯერად, V კლასში სომხური ენის მასწავლებელმა სააღდგომო ზეიმი ჩაატარა. მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, აღდგომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს. მათ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო უფრო ამაღლებდა. მოსწავლეები თემატურად წითელი ფერის მაისურებში იყვნენ გამოწყობილი. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სომხურმა ეკლესიამ 31 მარტს აღნიშნა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203