სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელბურთის რეგიონალურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
01-04-2024

სენაკის N7 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებსა და  კონკურსებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის იყო ქალაქ ფოთში გამართულ ხელბურთის რეგიონალური ჩემპიონატი, რომელშიც მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ და II საპრიზო ადგილი დაიკავეს.

მოსწავლეთა პედაგოგი აბესალომ იოსელიანი გახლდათ. ბავშვებს მასთან ერთად, ასევე სკოლის სხვა პედაგოგებიც გულშემატკივრობდნენ. 

ხელბურთის რეგიონალური ჩემპიონატი, ფოთში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203