ვაჩიანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ისტორიის ღია გაკვეთილი
02-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მამოტივირებელ და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, ისტორიის მასწავლებელმა - ერანუი მაჯარიანმა VIIIა კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც ჯვაროსნული ლაშქრობები იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ინფორმაცია გაცვალეს და ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
შემდეგ მასწავლებელმა შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა. დანომრილ ბროშურებში კითხვები ეწერა, რომლებსაც მოსწავლეები პასუხობდნენ, პასუხების ამოწურვის შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეები შეაფასა და ახალი გაკვეთილი აუხსნა თემაზე დავით აღმაშენებლის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს