„რა უყვართ ბავშვებს?“- გოლთეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს
01-04-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ზრუნავს. 

ამ მიზნით კი, არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებას მართავენ. ამჯერად, მასწავლებელ სოფიო ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა პოსტერ-პლაკატი მოამზადეს. მისი თემა იყო „რა უყვართ ბავშვებს“.

პატარა მოსწავლეებმა მთელი მონდომებით იმუშავეს, საკითხზე კარგად დაფიქრდნენ და თავიანთი სათქმელი პლაკატზე გადაიტანეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203