„ხელი ჩავკიდოთ საერთო მიზნებისთვის“  - ოზურგეთის N2 სკოლაში, მშობელთა კლუბის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია მოეწყო
02-04-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან და საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, სამოქალაქო განათლების პროგრამის ეგიდით, მცირე საგრანტო პროექტის - „ხელი ჩავკიდოთ საერთო მიზნებისთვის“ ფარგლებში მშობელთა კლუბის - „აქტიური მშობელი“ ინიციატივით, მოეწყო საქველმოქმედო აქცია - კულინარიის დღე ნინის დასახმარებლად. 

აქციის საშუალებით საქველმოქმედო ანგარიშზე ჩაირიცხა 6010 ლარი და 100 დოლარი.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვინც აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ მშობლებს, რომლებმაც თავიანთ შვილებს დღეს სიკეთის გაკვეთილები ჩაუტარეს. მადლობა, ჩვენო საიმედო მშობლებო, თანაგრძნობისა და თანადგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203