ვაჩიანის საჯარო სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ეროვნულ თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
01-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოსწავლეებისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამების გაცნობას ისახავდა მიზნად. 

სკოლას ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ვალერი გიულბეკიანი ესტუმრა, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობს.

მან მოსწავლეებს გაუზიარა აკადემიაში მიღებული გამოცდილება, შთაბეჭდილებები და მაღალკლასებთან სემინარი ჩაატარა. 

სემინარს ესწრებოდნენ, როგორც ბიჭები, ასევე გოგოები. სტუმარმა მოსწავლეებს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203