მატნის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
01-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სასკოლო საზოგადოება კი მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს. ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს 3 მარტი მიულოცეს. მათ მშობლებს სახალისო აქტივობებითა და ემოციებით დატვირთული სიურპრიზი მოუწყვეს. 

მოსწავლეები აქტივობაში კლასის დამრიგებლის მარინა ახალაურის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საყვარელი ადამიანები გაახარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობას ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203