„გზა წარმატებისკენ“- ვაჩიანის საჯარო სკოლის მე-11 კლასში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
01-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. მათ პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის დირექტორისა და რუსული ენის მასწავლებელის - მარინე ჩომარიანის ხელმძღვანელობით, XIა კლასში power point-ის საშუალებით, პრეზენტაცია ჩატარდა. მისი თემა იყო გზა წარმატებისკენ. აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სლაიდები მოამზადეს და კლასში წარადგინეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის თემა საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პრეზენტაციის მიმდინარეობისას კი, სხვადასხვა რესურსი გამოიყენეს.
პრეზენტაციამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს