გორისის საჯარო სკოლაში ვიქტორინა „ჩემი საქართველო“ მოეწყო
29-05-2018
გორისის საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „ჩემი საქართველო“ მოეწყო. 

ვიქტორინაში გორისის, ჩიხის, ჭალის, სპეთის, პერევის და საჩხერის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიიდან დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კითხვა-პასუხის რეჟიმი საინტერესოდ წარიმართა.  

ღონისძიების ორგანიზატორი ნათია შეყლაშვილი აღნიშნული სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანადგომისათვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203