ფურტიოს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა 
03-04-2024

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

21 მარტს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა, რომელიც სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს და სტერეოტიპები დაამსხვრიეს. „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსემებს!“ - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203