
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
მათ შორისაა სკოლის ისტ-ის მასწავლებელი ლია სურმანიძე. ის „ბავშვთა საერთაშორისო ფონდის“ (CIF) ორგანიზებულ პედაგოგ-მხატვართა ნახატების პირველ ციფრულ გამოფენაში წარმატებით მონაწილეობდა.
პედაგოგ ლია სურმანიძის ქაღალდზე გუაშით შესრულებულმა ნამუშევარმა - „ცნობიერი და ქვეცნობიერი“ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურა.
სკოლის კოლექტივი ამაყობს მისით და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდა პედაგოგს.
იხილეთ ფოტო: