„გაკვეთილი სხვის კლასში“ - ოზურგეთის N2 სკოლაში, თანამშრომლობითი კულტურის განვითარების მიზნით, ინტეგრირებული გაკვეთილები ჩატარდა
01-04-2024

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. 

29 მარტს, სკოლაში სასკოლო სასწავლო ჯგუფებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარების მიზნით, ინტეგრირებული გაკვეთილები მოტივით - „გაკვეთილი სხვის კლასში“ ჩატარდა.

გაკვეთილი წარმატებით წარიმართა, სადაც პედაგოგებმა თავიანთი გამოცდილება მიწვეულ სტუმრებს დიდი მონდომებით გაუზიარეს. 

სკოლაში, პედაგოგებს გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა, ყველა ჩართულ პედაგოგს, გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვისთვის. ასევე, ძალიან დიდი მადლობა ყველა მობრძანებულ სტუმარს და მადლობა ლელა იმედაშვილი თანადგომისა და საუკეთესო შეფასებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203