იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი კვირეული მოაწყვეს
01-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სათენიკ ლაგზიანის ორგანიზებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი კვირეული მოაწყვეს. კვირეული არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას მოიცავდა, მათ შორის მოსწავლეებმა შერჩეულ ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისა და ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.