იხტილის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
01-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმო გარემოში აღინიშნა.

მე-2 კლასში, ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ამ დღემ მოსწავლეებს განწყობა აუმაღლა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი ძალიან ბედნიერები და გახარებულები იყვნენ.

აქტივობებში მეორეკლასელები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიების ავტორი ორგანიზატორი მშობლიური ენის მასწავლებელი გოარ თოროსიანი გახლდათ.

31 მარტს, სომხურმა ეკლესიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა.

იხილეთ ფოტოები:მ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203