
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, IVა - IVგ კლასებში ჩატარებული ბუნებისმეტყველების შემეცნებითი გაკვეთილი, რომლის თემაც გახლდათ - კონტინენტები და ოკეანეები.
პედაგოგმა - თეონა მახარაძემ მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა და მეოთხეკლასელები საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართო.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, რაც მათ მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახა.
იხილეთ ფოტოები: