მერენიის საჯარო სკოლაში წინასააღდგომო ღონისძიება გაიმართა
01-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით არის გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში სააღდგომო ღონისძიება გაიმართა, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლების - სუსან მკრტჩიანის და სუსანნა ღუკასიანის დახმარებით, სკოლაში წარადგინეს ძალიან საინტერესო სააღდგომო ზეიმი.

მოსწავლეებმა სომხური სააღდგომო ტრადიციები გააცნეს სასკოლო საზოგადოებას, სომხური ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იყო სომხური სააღდგომო სუფრა და ტარაზი.

დღე ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203