„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ - საგანმანათლებლო შეხვედრა გრემის საჯარო სკოლაში
01-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში ღირსეულ მოაქალაქეებს ზრდიან და მათ ტოლერანტობას ასწავლიან. შესაბამისად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ეძღვნება. 

„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“, - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ მოსწავლეები, ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ და სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს. 

აღსანიშნავია, რომ დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნული საკითხის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203