ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გაკვეთილი დანიური მეთოდით ჩაუტარდათ
01-04-2024
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზებასა და სასწავლო პროცესში აპრობირებული მეთოდების დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტურია დანიური მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც ყვარელში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა.

გაკვეთილი I კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო, რომლებმაც ანბანის ყველა ასო-ბგერის შესწავლა წარმატებით დაასრულეს და ანბანის შემდგომ პერიოდზე გადავიდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოძებნეს სიტყვები, სიტყვებისგან ააწყვეს წინადადებები და შემდეგ ტექსტი გაამთლიანეს

გაკვეთილის ხელმძღვანელი პედაგოგი ქეთევან ოჩინსკი აღნიშნავს, რომ მისთვის მოსწავლეებთან მუშაობა მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს და ცდილობს მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გაკვეთილები შესთავაზოს. 

„მოსწავლეებთან მუშაობა ჩემთვის მუდმივად ფორმაში ყოფნას ნიშნავს, ამიტომაც ის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად გიბიძგებს იმისკენ რომ განვითარდე, თანამედროვე ცოდნით აღიჭურვო და თვითგანვითარების სხვადასხვა გზები მოძებნო, რომ ყოველ გაკვეთილზე იყო საინტერესო. თანამედოვე მეთოდების სწავლა-სწავლებისთვის უდიდესი მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ)!“ - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203