თივის საჯარო სკოლის მოსწავლის - მაგამედ მაგამედოვის სპორტული წარმატება
01-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით მოსწავლეთა წახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლა ამაყობს მე-8 კლასის მოსწავლის - მაგამედ მაგამედოვას წარმატებით. 

​მაგამედი ყვარლის ფეხბურთელთა გუნდის - „დურუჯის“ ნახევარმცველია, ის თავის გუნდთან ერთად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ტურნირში მონაწილეობდა. 

გუნდმა დიდი გამარჯვება მოიპოვა უკრაინელ და თურქ ფეხბურთელებთან და წარმატებით დაბრუნდა საქართველოში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203