მლაშეს საჯარო სკოლის პედაგოგებს, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ
02-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც კარიერულ განვითარებასა და მოსწავლეთა წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი. 

ისინი საგანმანათლებლო სფეროში არსებულ სიახლეებს ფეხს წარმატებით უწყობენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების საჭიროებებზე სკოლის დირექტორი ივეტა გიორგაძე-გავაშელი ზრუნავს. 

ამჯერად, პედაგოგებს, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერმა - ბაია კუბლაშვილმა ჩაუტარა. მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ კითხვები დასვეს და სასურველი ინფორმაცია მიიღეს.

„ძალიან დიდი მადლობა სკოლის დირექტორ ივეტა გიორგაძე-გავაშელს, რომ ზრუნავს პედაგოგების საჭიროებაზე და გვეხმარება განვითარებაში. ასევე დიდი მადლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს ბაია კუბლაშვილს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203