
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, 1-ელ და მე-2 კლასში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა, მასწავლებელ მ.სუხიტაშვილთან ერთად სოლიდარობა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, გაეცნენ ამ დღის არსსა და მნიშვნელობას, დაამსხვრიეს სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: