ცხამის საჯარო სკოლის გუნდმა იმერეთის მასშტაბით მინიფეხბურთში I ადგილი დაიკავა
29-05-2018

ცხამის საჯარო სკოლის გუნდმა იმერეთის მასშტაბით მინიფეხბურთში I ადგილი დაიკავა. 

სკოლის გუნდმა ზესტაფონის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალი იმერეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების გუნდებს შორის ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ოთარ ომიაძემ და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ გამარჯვებულებს თასი, მედლები და დიპლომები გადასცეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტია, ოლიმპიადის ფინალი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203