
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა აქტიურადაა ჩართული კეცხოველის პრემია 2024-ის სასკოლო ეკოკლუბის კონკურში, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გამოეხმაურნენ წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს.
ამ დღესთან დაკავშრიბით, ეკოკლუბის წევრებმა შექმნეს პლაკატი და საინტერესო ნოველები თემაზე - „წყალი სიცოცხლის ძალაა“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, სადაც აქტიურად გამოხატეს საკუთარი გულწრფელი დამოკიდებულება გარემოს დაცვასა და წყლის რესურსების მნიშვნელობაზე.
იხილეთ ფოტოები: