ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე მანანა ტერუნაშვილი გაცვლითი პროგრამით საბერძნეთში იმყოფება
01-04-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში და არა მარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ასპარესზე შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინონ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის ნათელი მაგალითია,  X კლასის მოსწავლე მანანა ტერუნაშვილი, რომელიც  Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საბერძნეთში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ ოთხი ქვეყნის: დანიის, საქართველოს, სომხეთისა და მასპინძელი საბერძნეთის წარმომადგენლები. პროგრამის ხანგრძლივობა კი - 1 კვირაა. 

მანანა საქართველოდან შერჩეულ 10 მონაწილეს შორის მოხდა, რითიც სკოლა ამაყობს და მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

„ვულოცავთ მანანას, ვუსურვებთ წინსვლას, უამრავ წარმატებას და ნათელ მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203