
თელავის N5 საჯარო სკოლაში, 29 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ინტელექტუალური კონკურსის - „არტ თამაშების“ მომდევნო ეტაპი გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში 7 გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდა მე-5 სკოლის გამარჯვებული გუნდი „ღ“, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფინალურ თამაშში.
აღსანიშნავია, რომ თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: