დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მირზა გელოვანს სახლ-მუზეუმში ღონისძიება გამართეს
01-04-2024

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ, რაც მოზარდების ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, კვირეულის - „მირზა გელოვანი -107“ ფარგლებში, სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრად იმყოფებოდნენ მირზა გელოვანს მემორიალურ სახლ-მუზეუმში. 

მუზეუმში წარმოდგენილი იყო სიონის საჯარო სკოლის პროგრამა, მირზა გელოვანის ხსოვნის პატივსაცემად. 

პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203