კორბოულის N1 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს
29-05-2018
ქრისტინე ხარშილაძის სახელობის კორბოულის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და დედა ენის დღის მნიშვნელობასა და მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ასევე ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს.