ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ფლუგერი დაამზადეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე მიმდინარეობს. სკოლის კვალიფიციური პედაგოგები პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების მეთოდის გამოყენებით ცდილობენ, მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი საინტერესო და მიმზიდველი გახადონ.
ამჯერად, საინტერესო აქტივობა ჩატარდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საგან ბუნებაში. ბუნებრივი მოვლენების შესწავლის შემდგომ ჩატარდა პროექტი: როგორ მოვამზადოთ ფლუგერი? აქტივობა მოსწავლეებისთვის სახალისო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეებმა დაამზადეს მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს. შემდგომ კი თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია მოაწყეს და დეტალურად განიხილეს, ფლუგერის დამზადების პროცესი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: