თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები შოთა წურწუმიას შემოქმედებას გაეცნენ და პოეტისგან საჩუქრად  წიგნები მიიღეს
01-04-2024
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, თაიას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავამხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა; ამის დასტურია სოფელ თაიას ბიბლიოთეკაში გახსნილი საკვირაო სკოლა, სადაც არაფორმალური განათლების კუთხით, ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის არაერთი საინტერესო შეხვედრა ტარდება.

სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მამა ეგნატესა და საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით, საკვირაო სკოლაში მოიწვიეს ქალაქის ცნობილი პოეტი შოთა წურწუმია.

„ბატონმა შოთამ წაიკითხა საკუთარი ლექსები და პასუხი გასცა მოსწავლეთა შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: მამა ეგნატე, პედაგოგები, მოსწავლეები და ახალგაზრდები.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ბატონმა შოთამ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით!“, - ასე აფასებენ საინტერესო შეხვედრას, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითი აღმოჩნდა და რაც მთავარია, ისინი ცნობილ პოეტთან შეხვედრით ორმაგად ამაყები იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203