ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ბადმინტონის შეჯიბრებაში საპრიზო ადგილი დაიკავა
01-04-2024
ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სკოლის დირექციისა და პედაგოგთა ინიციატივით ხშირად ტარდება სპორტული აქტივობები. გარდა შიდა სასკოლო ტურნირებისა, მოსწავლეები მონაწილობას იღებენ რეგიონულ სპორტულ ღონისძიებებშიც და ხშირად წარმატებასაც აღწევენ.

წარმატებული აღმოჩნდა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის აქტივობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც ბადმინტონში გაიმართა და რომელსაც ზუგდისის რეგიონი მასპინძლობდა. 

ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ბადმინტონის შეჯიბრებაზე, საპრიზო ადგილი დაიკავა.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ მიღწევას და ცხოვრების გზაზე, უფრო დიდი წარმატებებს უსურვებს.  


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203