ადამიანის უფლებადამცველები ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლიდან - მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
01-04-2024
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოსწავლეები იღებენ საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის ბულინგი ან რა გავლენის მოხდენა შეუძლია გარშემომყოფებზე.
აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა საინტერესო პრეზენტაცია ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში, რომელიც მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს - სამიზნე ჯგუფი კი გახლდათ მე-4-მე-3 კლასების მოსწავლეები.
უმცროსკლასელებს ბავშვებმა მიაწოდეს ინფორმაცია ბულინგის, მისი საფრთხეების, ასევე მსგავსი გამოწვევებისგან თავის არიდების გზების შესახებ.
სასკოლო აქტივობაში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და შემეცნებითი გახლდათ - პედაგოგების შრომის შედეგად, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის წარმომადგნლებმა იციან, რომ ჩაგვრა მიუღებელია და ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.
„მადლობა მე-5 კლასს საინტერესო პრეზენტაციისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს