თანასწორობა და დაცული უფლებები ნიგაზეულის საჯარო სკოლაში - სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად პოსტერები დაამზადეს
01-04-2024
შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის, ნიგაზეულის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას; იმავდროულად, პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.

თანასწორუფლებიანობის დამკვიდრება, სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, უფლებათა დაცვა... - სკოლის სამოქალაქო კლუბი „დემოკრატები“ ძირითადად ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ახლახან ჩატარებული აქტივობაც, თანასწორუფლებიასნობისკენ გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, „ნიგაზეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „დემოკრატების“ წარმომადგენლებმა“, მოსწავლეებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები.

მოსწავლეებმა, ფერადი სიმბოლოებით, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

პროექტის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ. რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში ირჩევენ თანასწორობას, დაცულ უფლებებს, ოჯახის თანადგომას.



იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203